გასულ ღამით, ლისზე ავტოსაგზაო შემთხვევას 12 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. არასრულწლოვანს საპატრულო პოლიციის მანქანა, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაეჯახა.
“გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე, ლისის გზაზე მოძრავი საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, ქვეითად მოსიარულე 2008 წელს დაბადებულ მ.გ.-ს შეეჯახა, რომელიც ჟვანიას სახელობის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
სისხლის სამართლის საქმეზე ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.