მუხრანბატონის სასახლის ეზოში ლიტერატურული პრემია „საბას“ დაჯილდოების მე-14 ცერემონია გაიმართა.
ლიტერატურული პრემია “საბა” ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ტარიელ ჭანტურიას გადაეცა. “საბას” 2016 წლის გამარჯვებულების სია ასე გამოიყურება:
საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა თამაზ ვასაძე “20 ქართული მოთხრობა”
ნომინაციაში საუკეთესო ელექტრონული წიგნი – ოთარ ჯირკვალიშვილი “ლაზარე”
საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა – ზაზა ფირალიშვილი “ირაკლი ფარჯიანი და შეხვედრის მეტაფიზიკა”
საუკეთესო დებიუტი – სალომე მაკარაძის “ჩვენ”, ნანა ექვთიმიშვილი “მსხლების მინდორი”, იუნონა გურული “დიაგნოზი”
საუკეთესო პოეტური კრებული – ბესიკ ხარანაული “ყვავი ხის წვერზე ისაღამოვებს”
საუკეთესო პროზაული კრებული – ზაალ სამადაშვილი “იუნკერ ერისთავის ბუცები”
საუკეთესო რომანი – ბექა ქურხული “სამოთხიდან გაქცეულები”, ზურაბ სამადაშვილი “მოსალოდნელი მოულოდნელობანი”
საუკეთესო ქართული თარგმანი – თამარ ჯაფარიძე ჯონ ფაუზის “ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი”
საუკეთესო უცხოური თარგმანი -ლინ კოფინი, “ვეფხისტყაოსანი”