LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიტველებმა საქართველოში მზის ენერგიის პანელების მონტაჟი დაიწყეს

137

ლიტველებმა ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ დახმარებით, საქართველოში მზის ენერგიის პანელების მონტაჟი დაიწყეს.

ლიტვური ორგანიზაცია Saulės Grąža, მოძრაობა „მრავალეროვან საქართველოსთან“ თანამშრომლობით, ახორციელებს პროექტს „ლიტვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება საქართველოსადმი მზის ენერგიის ტექნოლოგიის დამონტაჟების მეშვეობით“.

პროექტის ფარგლებში უკვე დამონტაჟდა მზის ენერგიების გენერირების პანელები, როგორც ელექტროენერგიისა და გათბობის წყარო, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლისა და თიანეთის ჯანდაცვის რეგიონალური ცენტრის საავადმყოფოს სახურავებზე. მომდევნო სამონტაჟო ობიექტებია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელი ასურეთის საბავშვო ბაღი და თეთრიწყაროს გამგეობის შენობა.

„მრავალეროვანი საქართველოს“ ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მზის ენერგიების გენერირების პანელები ასევე დამონტაჟდება თბილისის კლასიკურ გიმნაზიაზე. პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას ლიტვის გარემოს დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g