ლივ ტაილერმა გადაწყვიტა, საკუთარი ბედნიერების შესახებ ყველას აცნობოს. მსახიობმა სოციალურ ქსელში განათავსა ფოტო, სადაც თითზე საქორწინო ბეჭედი უკეთია, ბრილიანტებით. ლივი ამბობს, რომ საფეხბურთო აგენტი დეივ გარდნერი მისი საქმროა.
„ვგიჟდები ჩემს კაცზე! საყვარელი, საყვარელი მამა, მეგობარი, საქმრო,“ – წერს ტაილერი „ინსტაგრამზე“.
ლივი და დეივი უკვე ერთ წელზე მეტია, ერთად არიან და მათ საერთო შვილიც ჰყავთ.
❤️ Crazy about my man!!!!!❤️ sweet sweet daddy , friend , fiancé ❤️ thank you !!!!!! Grateful ❤️
A photo posted by Liv Tyler (@misslivalittle) on