კვირის ბოლოს ”ლივერპული” იურგენ კლოპის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შესახებ განაცხადებს.
გერმანელ სპეციალისტთან კონტრაქტი სამ წელიწადზეა გათვლილი. გამოცემა ”ტელეგრაფის” მონაცემებით, მხარეები უკვე მოლაპარაკებული არიან და მხოლოდ მცირედი ფორმალობაა დარჩენილი.
შეგახსენებთ, ”ლივერპულის” ხელმძღვანელობა აქამდე უკვე ორჯერ ეცადა კლოპთან მოლაპარაკებას, თუმცა უშედეგოდ.
მოგეხსენებათ, მერსესაიდული დერბის შემდეგ ”ლივერპულმა” მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი გაუშვა.