დღეს, 23 ივლისს, 19:00 საათზე „რესპუბლიკაში“ გაიმართება მსოფლიოში აღიარებული ქართველი მევიოლინეს ლიზა ბათიაშვილის საქველმოქმედო ფონდის საღამო, რომელშიც მონაწილებას მიღებენ ახალი თაობის ვარსკვლავები: ცოტნე ზედგინიძე, სანდრო ნებიერიძე, გიორგი გიგაშვილი და ანასტასია აღლაძე.
ლიზა ბათიაშვილმა ქართველი ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსების დასახმარებლად კარიერის შემდგომ ეტაპებზე 2021 წელს მიუნხენში მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად სპეციალური ფონდი დაარსა.
საქველმოქმედო საღამოზე შეკრებილ საზოგადოებას ფონდის სამომავლო გეგმებს ლიზა ბათიაშვილი პირადად გააცნობს ნიკოლოზ რაჭველთან და დავით ალადაშვილთან ერთად. საღამოს სპეციალური სტუმარია ბექა გოჩიაშვილი.
პარტნიორი და თანაორგანიზატორი წინანდლის ფესტივალი.