მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა მევიოლინემ ლიზა ბათიაშვილმა ევროპული ტურის ფარგლებში ესპანეთის ქალაქების სიმფონიურ დარბაზებში დაუკრა.
ბარსელონას, მადრიდსა და სარაგოსაში, პაავო იარვის დირიჟორობით გამართულმა კონცერტებმა ტრიუმით ჩაიარა. ლიზა ბათიაშვილი ევროპული ტურის შემდგომ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი კონცერტებისთვის ემზადება.