LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიზა ბათიაშვილი უკრაინაში მუსიკალური სოლიდარობის გზავნილით ჩავიდა

870
BeFunky-collage123412 3 4sdf (6)

შვეიცარიაში წარმატებული პრემიერის შემდეგ, მის ახალ მუსიკალურ წარმოდგენას – City Lights – ამჯერად ლვოვის ფილარმონიის მაყურებელი ელოდა.

პროექტის საორკესტრო ვერსიების ავტორი და დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველია, ხოლო სცენარის ავტორი და რეჟისორი – თეო ჯორბენაძე. მუსიკალურ წარმოდგენაში მონაწილეობდა ლვოვის სიმფონიური ორკესტრი INSO-Lviv. საღამოს უკრაინელი ჯარისკაცებიც ესწრებოდნენ. ლიზა ბათიაშვილი დარბაზში მათთან პირადად მივიდა, რათა უკრაინელი გმირებისთვის მადლობა გადაეხადა.

„ეძღვნება იმ ათასობით მამის, ძმის, ქმრისა და შვილის ხსოვნას, რომლებმაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სიცოცხლე გასწირეს უკრაინის დასაცავად.

შესრულება „ჰერიო ბიჭებო“ ქართველი ჯარისკაცის, რ. ხარაიშვილის, საფლავთან. ორივე ქვეყნისთვის ეს საერთო ტკივილი და საერთო ბრძოლაა.

დიდება გმირებს!“ – წერს ლიზა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g