LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიზა იასკო: „ჰგონიათ, რომ მიხეილ სააკაშვილი ერის ღმერთია და თუ სრულად გამოჯანმრთელდება, მორიგ რევოლუციას უხელმძღვანელებს“

571
336644660_899009228053889_8001405505301850354_n

უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იაკო აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საკუთარი ბინძური თამაშისთვის იყენებს და მას ისე ექცევა, როგორც პოლიტიკური მანიპულაციის იარაღს.

ლიზა იასკოსთან ინტერვიუს პოლონური მედიასაშუალება RFM 24 აქვეყნებს. როგორც გამოცემა წერს, მიხეილ სააკაშვილის პარტნიორს, ლიზა იასკო ჟურნალისტს პოლონელი მედიკოსების საქართველოში დაგეგმილ მოგზაურობასა და სააკაშვილის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებაზე ესაუბრა.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ პოლონელი ექიმების სურვილია, სააკაშვილის მკურნალობის პროცესში ჩაერთონ, თუმცა მისივე სიტყვებით, „საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მწვანე შუქი ჯერ კიდევ არ ჩანს“.

„ორ კვირაზე მეტია, პოლონელი ექიმები მზად არიან, მზად აქვთ თვითმფრინავი, სპეცრეისით ჩამოვლენ“ – გიული ალასანია 

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეაფასებდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ლიზა იასკო აღნიშნავს, რომ სააკაშვილი უკვე იმ ეტაპზეა, როცა მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს:

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, ფაქტობრივად, სასწაულია, რომ მიხეილი ჯერ კიდევ ცოცხალია.

სიმპტომები ძალიან სერიოზულია და, დაახლოებით, ერთი წელია, უარესდება. ერთი წლის წინ, როდესაც მისი მდგომარეობა გაუარესდა, ამაზე ხმამაღალი საუბარი დავიწყე, მაგრამ მას შემდეგ არაფერი შეცვლილა, ვითარება მხოლოდ უარესდება.

მიხეილი დაახლოებით, 60 კილოგრამს იწონის, ახლა ზუსტად არ ვიცით, რამდენია მისი წონა. ეს ძალიან საშიშია, ეს ნიშნავს, რომ მისი ორგანიზმი არ იღებს საკმარის საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ეს ის ეტაპია, როდესაც დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მკურნალობა.

თუმცა, ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას და საქმეს საქართველოს ხელისუფლება და სხვები იყენებენ. საუბარია ბინძურ პოლიტიკურ თამაშზე და პროვოკაციებსა თუ მანიპულაციებზე. ვფიქრობ, მათ აქვთ გარკვეული ინტერესი, გაუარესდეს სააკაშვილის მდგომარეობა. ძალიან მტკივნეული და ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მას ბევრი გართულება ჰქონდა და მისი მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდა.

არ გამიკვირდება, თუ ამ ყველაფრის უკან რუსეთის მხრიდან, ვინმე დგას, ამ ქვეყნისთვის ადამიანის სიცოცხლეს ფასი არ აქვს. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკული, ძალიან მძიმეა“, – აღნიშნავს ლიზა იასკო.

ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ – ამ დრომდე, რატომ არ მისცა საქართველოს ხელისუფლებამ პოლონელ ექიმებს უფლება, ჩავიდნენ სააკაშვილის მდგომარეობის გამოსაკვლევად, ლიზა იასკო აცხადებს, რომ მათ სააკაშვილის ავადმყოფობის არ სჯერათ.

„განცხადება ამ დრომდე არ წარმოუდგენიათ.. დეზინფორმაციაა, თითქოს მიხეილ სააკაშვილთან სახელმწიფო პოლონელ ექიმებს არ უშვებს“ – იუსტიციის მინისტრი 

„ვფიქრობ, ამას ამას ფართო კონტექსტი აქვს, საუბარია საქართველოს ხელისუფლების სიმპათიებს და გავლენებზე. მე, უპირველეს ყოვლისა, დეპუტატი ვარ, ეს არ ეხება მხოლოდ ჩემს პირად ურთიერთობას სააკაშვილთან.. ხელისუფლების ამ დამოკიდებულებას მე ვხედავ მათთან საუბარში.

როდესაც მიხეილის საქმეზე ლაპარაკს ვიწყებ, ვხედავ, უცებ როგორ ხდებიან აგრესიულები და ემოციურები.

არის კიდევ ერთი საკითხი – ჰგონიათ, რომ მიხეილ სააკაშვილი ერის ღმერთია, რომ ის უხელმძღვანელებს მორიგ რევოლუციას, თუ მის საზღვარგარეთ გაგზავნას დასთანხმდებიან და სრულად გამოჯანმრთელდება.

მათ არ სჯერათ მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის. ეს ირაციონალური და რთული ასახსნელია, მაგრამ ვცვდები, რომ მათ უბრალოდ ეშინიათ მისი, ეშინიათ, რომ მან შესაძლოა რაიმე სახის გადატრიალება მოახდინოს.

თუმცა ჩვენ უბრალოდ მისი სიცოცხლისთვის ვიბრძვით! და არა რაიმე პოლიტიკური კარიერისთვის“, – აღნიშნავს ლიზა იასკო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g