LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„განცხადება ამ დრომდე არ წარმოუდგენიათ.. დეზინფორმაციაა, თითქოს მიხეილ სააკაშვილთან სახელმწიფო პოლონელ ექიმებს არ უშვებს“ – იუსტიციის მინისტრი

123
Untitled design (11)

„სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში ნებისმიერი უცხოელი ექიმი ჩაერთოს“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

რიკარდ იოზვიაკი: ქართულმა მხარემ პოლონელ ექიმებს მიხეილ სააკაშვილის მონახულების ნება დართო

როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, ამ დრომდე არც მიხეილ სააკაშვილს და არც მის ოჯახს არ წარმოუდგენია რაიმე სახის განცხადება, რომლითაც სააკაშვილის მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების ჩართვას ითხოვდნენ:

„მსურს განცხადება გავაკეთო დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს მიხეილ სააკაშვილთან სახელმწიფო პოლონელ ექიმებს არ უშვებს.

2022 წლის 29 ნოემბერს მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილს შევთავაზეთ, ჩამოეყვანათ უცხოელი ექიმები ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან, რათა მისი მკურნალობის პროცესში ჩართულიყვნენ.

სამი დღის წინ დამატებით განვმარტეთ, რომ ჩვენი შეთავაზება ძალაშია და სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში ნებისმიერი უცხოელი ექიმი ჩაერთოს.

დღეს, მთავრობის სხდომაზე წამოსვლამდე, 13:00 საათის მდგომარეობით კიდევ ერთხელ გადავამოწმე და ამ დროისთვის, არ ყოფილა არც მიხეილ სააკაშვილის, არც მისი ოჯახის მხრიდან რაიმე განცხადება, რომლითაც მის მკურნალობაში უცხოელი ექიმების ჩართვას გვთხოვდნენ.

კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მიხეილ სააკაშვილს და მისი ოჯახის წევრებს, რომ სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი, თუ უშუალოდ მსჯავრდადებული ან ოჯახი ადგილზე -„ვივა მედში“ წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას.

ამ შემთხვევაში ვუშუამდგომლებთ ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომ ექიმებმა გაიარონ შესაბამისი პროცედურები, რათა მიიღონ საექიმო საქმიანობის ნებართვა და შეძლონ მსჯავრდადებულ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვა იმ კლინიკაში, სადაც ის ახლა მკურნალობს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

„დღეს სააკაშვილი არის 61 კილო და ეს კატასტროფაა მისი სიცოცხლისთვის” – ეკა ხერხეულიძე

შალვა ხაჭაპურიძე – მიხეილ სააკაშვილის წონა 60 კგ-ს მიუახლოვდა

ალასანია სააკაშვილზე: მუდმივად წევს, მოძრაობა უჭირს, 47 დიაგნოზი აქვს დასმული, აქედან სამი უმძიმესია.. ვფიქრობ, ამ კვირაში სტრასბურგში გავასაჩივრებთ 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები