მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმე ავადმყოფია.
„დღეს სააკაშვილი არის 61 კილო და ეს კატასტროფაა მისი სიცოცხლისთვის” – ეკა ხერხეულიძე
გიული ალასანიამ სააკაშვილის ჯანმრთელობის რთულ მდგომარეობაზე დღეს, 17 მარტს კიდევ ერთხელ ისაუბრა და აქვე აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოში საჩივრის შეტანას გეგმავენ.
„რომ მივდივარ, ადამიანი სულ მუდმივად წევს, უჭირს მოძრაობები, ადამიანს, ფაქტობრივად, ყველაფერი უჭირს. ისიც მახსოვს, როგორი შემოვიდა „ვივა მედში“. არის მძიმე ავადმყოფი, 47 დიაგნოზი აქვს დასმული, აქედან სამი უმძიმესია.
ვფიქრობ, უკვე ამ კვირაში სტრასბურგში გავასაჩივრებთ“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
რიკარდ იოზვიაკი: ქართულმა მხარემ პოლონელ ექიმებს მიხეილ სააკაშვილის მონახულების ნება დართო
ალასანია ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას უცხოელი ექიმების შესაძლო ჩამოსვლის შესახებ:
„ორი კვირაა ეს ვიცი, მაქვს მოლოდინი, რომ უნდა ჩამოსულიყვნენ, მაგრამ, ფაქტია, რომ არ ჩანან, ამიტომ არ ვიცი, ვნახოთ.. არავითარი კომუნიკაცია არ მაქვს, არც ვიცი, ვინ არიან.
იუსტიციის სამინისტროს განცხადება ჯერჯერობით არანაირ იმედს არ მაძლევს“, – თქვა გიული ალასანიამ.
სააკაშვილი: „მზად ვარ სახალხო დამცველს შევხვდე უახლოეს დღეებში, სასურველია შაბათ-კვირას“
შალვა ხაჭაპურიძე – მიხეილ სააკაშვილის წონა 60 კგ-ს მიუახლოვდა