სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც 2004 წელს პირველმა აღმართა ევროკავშირის დროშა საქართველოში, – აღნიშნულის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ეკა ხერხეულიძემ „ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარება კრიტიკულია.
„დღეს სააკაშვილი არის 61 კილო და ეს კატასტროფაა მისი სიცოცხლისთვის. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ყველამ იცის ეს და განგაშის ზარი არ მესმის, საკმარისი და ობიექტური. ეს დაპირება და ჟინი არსად ჩანს. მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო საზოგადოებისთვის არც ეკა ხერხეულიძეს გაუცვნია, არც ლევან ხაბეიშვილს და არც ნიკა მელიას.
სააკაშვილს აქვს დამოუკიდებელი რეპუტაცია და არის ყველაზე პოპულარული პერსონა. ის არის ადამიანი, რომელმაც 2004 წელს პირველმა აღმართა ევროკავშირის დროშა საქართველოში. დღეს არავის უნდა ერიდებოდეს მისი თავისუფლების მოთხოვნა”, – აცხადებს ეკა ხერხეულიძე.