16 წლის ლიზა კობერიძე, რომელიც მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში, „დოლჩე და გაბანას“ ჩვენებაზე გამოვიდა, „იმედთან“ საუბრისას ამბობს, რომ დიდი კონკურენცია ამ შოუს განმავლობაში არ უგრძნია. ლიზა „ნატალის“ მოდელია, რომელმაც კონტრაქტი უცხოურ სააგენტოსთან გააფორმა.
ლიზა კობერიძე:
„როცა მივედი, ძალიან თავდაჯერებული ვიყავი, თავადაც იგრძნეს და დიზაინერებიც ძალიან თბილად დამხვდნენ. საერთოდ არ იყო ის შეგრძნება, რომ რაღაცაზე უნდა მენერვიულა… ყველაფერს განსაზღვრავს თავდაჯერებულობა და შრომა, შრომა ფასდება. ამის გარეშე არაფერი გამოდის სფეროში, სადაც ძალიან დიდი კონკურენციაა.
ახლა მაქვს რამდენიმე შემოთავაზება, რის შესახებაც ახლო მომავალში გაიგებთ. ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ არის გაწერილი“.