რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერში გუგა კობრავას ახალი სიმღერის „ქეიფის დროა“ პრემიერა შედგა.
გუგა, ვისაუბროთ სიმღერაზე „ქეიფის დროა“.
ზოგადად, საქეიფო, ფანოღურ სტილს მივყვები, უფრო იყვარებს ხალხი და მსმენელიც უფრო მეტია. ტექსტი გიორგი შალვაშვილისაა, მართლაც კარგი ტექსტი დამიწერა. იმედია, მსმენელი შეიყვარებს. სიმღერა ხვიჩა ხარაიშვილთან ჩაიწერა. ბექვოკალში ზურიკო რობაქიძე მომეხმარა. აჩიკო კურტანიძეს ეკუთვნის გარმონი. ვფიქრობ, ძალიან კარგი ნამუშევარი გამოვიდა.
მინდა, ამ სიტყვებით დავასრულო: „ლხინში, ქეიფში, გრიალში ამ წუთისოფლის დრო გავა, გენაცვალოთ, შემოგევლოთ თქვენი გუგა კობრავა“.
გუგა კობრავა – ქეიფის დროა
გადაცემის ჩანაწერი