ბაქანის გადახურვა, ალუმინის ფანჯრების მოწყობა, მოაჯირების მოწყობა, მეტროსადგურის ვესტიბიულში იატაკის მოწყობა ბუნებრივი გრანიტით, კედლისა და ჭერის დეკორატიული გაფორმება, ბაქანზე დასაჯდომების მონტაჟი, ლიფტის მოწყობა შშმ პირებისათვის და ა.შ. – ამ ყველაფერს ის პროექტი მოიცავს, რომლის მიხედვითაც მეტროსადგური „გოცირიძე“ განახლდება.
პროექტის განხორციელებაზე, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 6 სექტემბერს ტენდერი უკვე მეორედ გამოაცხადა. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 22 სექტემბერს დაიწყება და 27 სექტემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 425 500 ლარია.
ასეთი იქნება რეაბილიტირებული მეტროსადგური "გოცირიძე" - პროექტზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია [ფოტოები]
მეტროსადგური “გოცირიძეს” რეკონსტრუქციისა და კაპიტალური რემონტის სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა. ტენდერის მიხედვით ჩასატარებელი სამუშაოები საკმაოდ მოცულობითია. მეტროსადგურზე მოხდება როგორ მიმდებარე ტერიტორიის, ასევე სადგურის რემონტი. იგეგმება ბაქანზე არსებული ბეტონის დასაჯდომების დემონტაჟი და ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა. ასევე, გეგმის მიხედვით, უნდა მოხდეს, როგორც ბაქანის ასევე, წერეთელთან დასაკავშირებელი ხიდის გადახურვა. როგორც სარენდერო ფაილებით ჩანს, მეტროსადგური “გოცირიძის” კედლები და ჭერი დეკორატიულად […]
აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან არაუგვიანეს 210 დღეში უნდა შეასრულოს.