LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლოცვა, რომელიც მრევლმა ნათლისღებას უნდა წაიკითხოს

703
2026-01-19_01-11-30_958262

19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს.

ლოცვა, რომელიც მრევლმა ნათლისღებას უნდა წაიკითხოს.

„ლოცვა ნათლულთათვის უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესადმი

უფალო იესუ ქრისტე, იყავნ წყალობანი შენნი ნათლულთა ჩემთა ზედა (სახელები), დაიფარენ იგინი ქვეშე საფარველსა შენსა, დაიცევ ყოველთა ბოროტთა გულისთქმათაგან, განაშორე მათგან ყოველნი მტერნი და მბრძოლნი, განუხვენ მათ ყურნი და თვალნი გულისანი, ეც სიჩჩოება და შემუსვრილება გულთა მათთა.

უფალო, ყოველნივე ქმნულნი შენნი ვართ, შეიწყალენ ნათლულნი ჩემნი (სახელები) და მოაქციენ იგინი სინანულად.აცხოვნე უფალო და შეიწყალენ ნათლულნი ჩემნი (სახელები) და განანათლენ გონებანი მათნი ნათლითა მით წმიდისა სახარებისა შენისა სწავლებისათა და დაადგინენ იგინი გზასა მცნებათა შენთასა და ასწავე მათ, მაცხოვარ, აღსრულებად ნებისა შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g