რამდენიმე დღის წინ პოპულარულმა მომღერალმა ლოლიტამ გრანდიოზული სოლოკონცერტი გამართა. მომღერალი სცენაზე ზედმეტი პომპეზურობის გარეშე წარსდგა.
ამჯერად ლოლიტამ უარი თქვა სცენაზე შოუს მოწყობაზე, ათეულობით მოცეკვავესა და ცეცხლოვან ნომრებზე და სცენა კამერულ დარბაზს დაამსგავსა. როგორც მომღერალმა განაცხადა, მისი ასეთი ნაბიჯი ალა პუგაჩოვას რჩევას უკავშირდებოდა…
”ეს ყველაფერი ალა პუგაჩოვას რჩევისგან გამომდინარეობს, რომელმაც ერთხელ მითხრა – საკმარისია ამდენი რეჟისურა და გადატვირთული შოუ-პროგრამა სცენაზე, რომელიც მაყურებელს ყელში აქვს ამოსული. უბრალოდ გადი სცენაზე და იმღერე” – განაცხადა ლოლიტამ.