LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლომები ტურისტების ნაცვლად: მტაცებლებმა კარანტინის პერიოდში გზებზე დაძინება გადაწყვიტეს (ფოტო, ვიდეო)

170
sleepy-lions-in-road-at-kruger

კატებს, რომ ყველგან და ყოველთვის შეუძლიათ ძილი, ცნობილი ამბავია – ამ დიდმა კატებმა კი გადაწყვიტეს კარანტინის დრო გამოეყენებინათ და სამხრეთ აფრიკის, ხალხისგან დაცარიელებულ გზებზე კომფორტულად მოთავსდნენ.

მას შემდეგ, რაც მკაცრი კარანტინის რეჟიმის გამო კრუგერის ეროვნული პარკი მნახველებისთვის დაიკეტა, სამანქანო გზაზე მძინარე ლომების ნახვა მხოლოდ პარკის მცველებს შეუძლიათ.

ფოტოები პარკის მცველმა რიჩარდ სოროიმ ოთხშაბათს, 15 აპრილს გადაიღო. კრუგერის ეროვნული პარკი, ისევე როგორც სხვა პარკები, კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო 25 მარტიდან დაკეტილია.

ქუჩები, სადაც ლომებს მშვიდად სძინავთ, როგოც წესი, ტურისტებით არის ხოლმე სავსე. რიჩარდმა ფოტოები მანქანიდან, მათგან 5 მეტრის მოშორებით გადაიღო.