LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლომჯარია: ისტორია დაგიმახსოვრებთ ყველა უქნარას და მედროვეს, ვინც ახლა მთავრობაში ან პარლამენტში ხართ და მშვიდად უყურებთ როგორ ნადგურდება ჩვენი უკეთესი მომავლის პერსპექტივა

177
BeFunky-collage (8)

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას იმის შესახებ, რომ თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ეს ისე არ უნდა წარმოაჩინონ, რომ „თითქოს რაღაც სასწაული ხდება და სასწაულს კარგავს ქვეყანა“, სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს ხელისუფლება საქართველოს კონსტიტუციას არღვევს, როდესაც არ ასრულებს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს.

“საქართველოს ხელისუფლება (მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო ხელისუფლება) უკვე არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, როდესაც არ ასრულებს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს დემოკრატიული რეფორმების განსახორციელებლად!

ისტორია დაგიმახსოვრებთ ყველა უქნარას და მედროვეს, ვინც ახლა მთავრობაში ან პარლამენტში ხართ და მშვიდად უყურებთ როგორ ნადგურდება ჩვენი უკეთესი მომავლის პერსპექტივა და ამას არათუ ხელს უშლით, არამედ ამართლებთ და ეფარებით”,- წერს სახალხო დამცველი.

“ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ, სამართლიან დამოკიდებულებას, მორჩა!” – ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g