LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლომჯარია: ჯერი სტრასბურგზეა, შეაფასოს, შესთავაზა თუ არა სახელმწიფომ პაციენტს უსაფრთხო გარემო

225
ნინო ლომჯარია2

სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილისთვის აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შეთავაზებას ეხმიანება.

ნინო ლომჯარია წერს, რომ ახლა ჯერი იქნება სტრასბურგის სასამართლოზე, რომელმაც უნდა შეაფასოს, შესთავაზა თუ არა სახელმწიფომ უსაფრთხო გარემო და მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარება პაციენტს:

ლომჯარია ასევე აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა უნდა შეწყვიტოს:

“მე ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილმა უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, ვინაიდან, ექიმების თქმით, შიმშილობის გაგრძელება ამ ეტაპზე მაღალი ალბათობით ლეტალურ შედეგს გამოიწვევს.

ხოლო ჯერი უკვე იქნება სტრასბურგის სასამართლოზე, რომელმაც უნდა შეაფასოს, შესთავაზა თუ არა სახელმწიფომ უსაფრთხო გარემო და მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარება პაციენტს, რომელიც დათანხმდა სასამართლოს მოწოდებას შიმშილობის შეწყვეტაზე.

ყველაფერი დაბრუნდება სტრასბურგის სასამართლოს შემოთავაზებული გადაწყვეტილების ჩარჩოებში.” – წერს ლომჯარია “ფეისბუქში”.

დღეს სახალხო დამცველმა ასევე განაცხადა:

“სახეზეა კომის განვითარების მაღალი ალბათობა, რაც შესაძლოა, ლეტალური შედეგით დასრულდეს“ – ომბუდსმენი ხელისუფლებას სააკაშვილის პოლიპროფილურ ჰოსპიტალში გადაყვანისკენ მოუწოდებს

შეგახსენებთ:

იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს. ამის შესახებ ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან საბოლოო გადაწყვეტილებამდე – სააკაშვილმა ადმინისტრაციას მოსთხოვა, რომ ნიკა გვარამია და უკრაინის კონსული მოვიდნენ, რათა მათთან შეთანხმებით მოხდეს გადაყვანა.

 

 

 

პოპულარულები