LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდონის ცენტრში ავტომობილების გადაადგილება აიკრძალება

60
londoncenter nocars

ლონდონის ცენტრალურ ქუჩებში ავტომობილების აკრძალვას გეგმავენ. ხელისუფლებას სურს, რომ ფეხით სეირნობა და ველოსიპედით გადაადგილება უფრო პოპულარული გახადოს.

როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, უმანქანო ზონა საკმაოდ დიდ ტერიტორიას დაიკავებს.

„ლონდონელებს დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ იმისთვის, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში სოციალური დისტანციის დაცვა შეძლონ და ფეხითმოსიარულეთა ზონების გაზრდა ძალიან მნიშვნელოვანია“.

მას შემდეგ რაც ბრიტანეთში კარანტინი დაიწყო, მეტროს მომხმარებელთა რაოდენობა 95%–ით, ხოლო ავტობუსის მგზავრთა რაოდენობა კი 85%–ით შემცირდა.

ექსპერტთა შეფასებით, 2–მეტრიანი დისტანციის დაცვით საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებას მოსახლეობის 13–15% თუ შეძლებს, ასე რომ დანარჩენებს ფეხით ან ველოსიპედით გადაადგილება მოუწევთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g