ლონდონის პარსონს გრინის მეტროში აფეთქება უკვე ტერორისტულ აქტად შეფასდა.
ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ლონდონის სამართალდამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„08:20 წუთზე შემოვიდა შეტყობინება პარსონს გრინის მეტროს სადგურზე აფეთქების შესახებ. ეს ინციდენტი ტერორისტულ აქტადაა შეფასებული. მომხდარს მეტროპოლიტენის პოლიციის სამსახური და ბრიტანეთის სატრანსპორტო პოლიციის თანამშრომლები შეესწრნენ. ადგილზე იმყოფებოდნენ ლონდონის სახანძრო ბრიგადა და სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანს აღენიშნება დამწვრობა და სხეულის დაზიანებები,“ – განაცხადა ლონდონის პოლიციელმა.
პოლიცია მოსახლეობას მეტროსადგურ პარსონს გრინის მიმდებარე ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.
დღევანდელ ტერაქტს ტერეზა მეი მთავრობის საგანგებო სიტუაციების სხდომაზე განიხილავს.
