LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდონის მოდის კვირეულზე ლინდსი ლოჰანი ჰიჯაბში ჩაცმული მივიდა (ფოტო)

74

ხმები იმის თაობაზე, რომ ლინდსი ლოჰანმა ისლამი მიიღო, ერთი წლის წინ გაჩნდა. 2017 წლის იანვარში მსახიობმა მოულოდნელად წაშალა „ინსტაგრამზე“ ყველა ფოტო, ბიოგრაფიული სტატუსი კი ფრაზით „ალეიკუმ სალამ“ შეცვალა. მაშინ მსახიობის დედამ უარყო ეს ჭორი განაცხადა, რომ მისმა ქალიშვილმა უბრალოდ ცხოვრებას სხვა თვალით შეხედა და რომ ის სოციალური ქსელებისგან ისვენებს.

თუმცა გუშინ, ლონდონის მოდის კვირეულზე გამოჩენილმა 31 წლის მსახიობმა ეს ხმები კიდევ უფრო განამტკიცა: ლოჰანი ღონისძიებაზე ჰიჯაბში ჩაცმული გამოცხადდა. მსახიობი ჩვენებაზე ცოტა ხანს დარჩა, რამდენიმე თაყვანისმცემელთან ფოტო გადაიღო, ერთ-ერთი დიზაინერისგან საჩუქარი მიიღო და დარბაზი დატოვა.

თავად ვარსკვლავი არ აკეთებს კომენტარს იმის შესახებ, რომელ რელიგიას განეკუთვნება, თუმცა ერთ-ერთ ინტერვიუში მან უკვე აღიარა, რომ ყურანს სწავლობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები