LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდონის ქუჩებში შეიარაღებული პოლიციელების რაოდენობა გაიზარდა

102

ლონდონის ქუჩებში დღეიდან შეიარაღებული პოლიციელების რაოდენობა გაიზარდა, „ბიბისის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ლონდონის მერმა სადიკ ხანმა და პოლიციის ხელმძღვანელმა სერ ბერნარდ ჰოგან-ჰოუმ განაცხადეს.

ქალაქის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება ტერორიზმის საფრთხის გამო მიიღო.

„თავდასხმები მოხდა ბელგიაში, გერმანიაში, საფრანგეთში. ამისი იგნორირება ჩვენი მხრიდან სიბრიყვე იქნებოდა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ქუჩებში იყვნენ შეიარაღებული ოფიცრები, რომლებიც შეძლებენ საფრთხეს უპასუხონ,“ – ამბობს ჰოგან-ჰოუ.

მისივე თქმით, შეიარაღებული პოლიციელების პატრულირება ზოგ რაიონში დღისით და ღამით უწყვეტი იქნება. პირველ რიგში, საუბარია ქალაქის ღირსშესანიშნაობებზე, სადაც ყველაზე მეტი ტურისტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g