ლონდონის მეტროში მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილი პირი უკვე ამოიცნეს. როგორც Sky News-ის კორესპონდენტი მარკ უაიტი იუწყება, ეს ინფორმაცია მას უსაფრთხოების სამსახურში მიაწოდეს. მისივე ცნობით, ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება გარე მეთვალყურეობის ვიდეოკამერების საშუალებით მოხერხდა.
ლონდონის მეტროში Parsons Green-ის სადგურზე ხელნაკეთი ბომბის აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სისტემა ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ დღეს ლონდონის მეტროში ერთ-ერთ ვაგონში ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. გავრცელებული ინფორმაციით, ასაფეთქებელ მოწყობილობას „თაიმერი“ ჰქონდა.