LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდონში ქართული ღვინის პროფესიული დეგუსტაცია გაიმართა

120
ქართული ღვინო

დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Swirl Wine Group“ ორგანიზებით, ლონდონში ქართული ღვინის პროფესიული დეგუსტაცია „The Georgian Palate” (ქართული გემო) გაიმართა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სტილის და დასახელების ქართული ღვინოები და მას „Swirl Wine Group“-ის დამფუძნებელი, ღვინის მაგისტრი სარა ებოტი უძღვებოდა.

დეგუსტაციას ღვინის პროფესიონალები, მედიისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g