LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდონში რუსული წარმოების „სნიკერსი“ იყიდება – The New York Times

151
23int-UK-snickers-superJumbo

ლონდონის მაღაზიებში რუსულენოვანი „სნიკერსი” გამოჩნდა. ამის შესახებ The New York Times-ი  იუწყება.

როგორც გამოცემა აზუსტებს, „სნიკერსის“ ეტიკეტზე რუსული წარწერები და ტელეფონის ნომერია მითითებული და მისი შეძენა შესაძლებელია ყველა მაღაზიაში.

„ლონდონის მაღაზიებში გამოფენილი ტკბილეული, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ „სნიკერსს” ჰგავდა. შეფუთვა ნაცნობი იყო, ასევე უფასო ცხელი ხაზი საჩივრებისთვის. თუმცა შეფუთვაზე არსებული წარწერა თითქმის მთლიანად კირილიცით, რუსული ანბანით იყო შესრულებული და ვინც მითითებულ ნომერზე დარეკავს, რუსულად უნდა საუბრობდეს“, – წერს ჟურნალისტი სტივენ ქასლი.

მისი თქმით, ბრიტანეთში „რუსული“ შოკოლადის შემოდინებას ადგილობრივი ოფიციალური პირები აკვირდებიან. მათი განცხადებით, ასეთი პროდუქციის გაყიდვა არღვევს ეტიკეტირების კანონებს, რადგან ინგრედიენტები ინგლისურ ენაზე მითითებული არ არის. გარდა ამისა, ისინი „უცნაურ გამონაკლისს წარმოადგენენ იმ დროს, როდესაც უკრაინაში ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა ფართომასშტაბიანმა სავაჭრო შეზღუდვებმა მრავალი საქონლის მიწოდება შეაჩერა“.

მიუხედავად იმისა, რომ დიდ ბრიტანეთს რუსული წარმოების ტკბილეულზე ემბარგო არ დაუწესებია, 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ბრიტანულმა სუპერმარკეტებმა უარი თქვეს რუსული პროდუქციის, მათ შორის არყის რეალიზაციაზე. კომპანია „მარსმა“, რომელიც „სნიკერსის“ შოკოლადს აწარმოებს, განაცხადა, რომ რუსეთიდან იმპორტს და ექსპორტს შეწყვეტს, თუმცა რუსეთის ფედერაციაში წარმოებას არ შეაჩერებს.

„ბრიტანეთის სასურსათო მაღაზიათა ქსელებმა ძირითადად შეწყვიტეს რუსული საკვებისა და ალკოჰოლის გაყიდვა, მათ შორის ისეთი ბრენდების, როგორიცაა რუსული არაყი Standard… ბევრმა კომპანიამ შეაჩერა წარმოება რუსეთში ან საერთოდ დატოვა ქვეყანა, თუმცა „სნიკერსის” მწარმოებელმა, Mars Wrigley-მ, ეს არ გააკეთა. როდესაც კომპანიას ჰკითხეს ბრიტანულ მაღაზიებში რუსულენოვანი ტკბილეულის გამოჩენის შესახებ, მან განაცხადა, რომ ვერ შეუშლის ხელს შუამავლებს, შეიძინონ „სნიკერსი” რუსეთში ან მეზობელ ქვეყნებში, მაგალითად ბელარუსში და შემდეგ დასავლეთ ევროპაში გაყიდონ“, – წერს გამოცემა.

ლონდონის პატარა მაღაზიების მფლობელები ამტკიცებენ, რომ შოკოლადები კეთილსინდისიერად შეიძინეს იმ საბითუმო მოვაჭრეებისგან, რომლებიც მცირე საცალო მაღაზიებს ამარაგებენ. „როგორ მოხვდა პროდუქცია საბითუმოებში – ეს ჯერ კიდევ დაუდგენელია“. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g