LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდონში The National Geographic Traveller Food Festival-ზე ქართულ კულინარიას გაეცნენ

113
Food Festival

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, ლონდონში, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გასტრონომიულ ფესტივალზე – The National Geographic Traveller Food Festival მეორედ წარდგა.

საქართველოს სტენდთან ქართული კერძებისა და ღვინის მასტერკლასები ჩატარდა. შეფმზარეულებმა გურამ ბაღდოშვილმა და ვახტანგ გობეჯიშვილმა ფესტივალის მონაწილეებს ყველის ვარიაციები, ხინკალი, ლობიანი, ხაჭაპური და გებჟალია შესთავაზეს, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველმა ირაკლი ჩოლობარგიამ კი ორი მასტერკლასი ჩაატარა, რომლებზეც სტუმრებს ქართული ღვინის ისტორია და ქვევრის მეთოდით ღვინის დაყენება გააცნო.

„საქართველოს მონაწილეობა ამ ფესტივალზე მნიშვნელოვანია, რადგან მას საოცარი ისტორია აქვს. სამზარეულო ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია – სუფრა, სადღეგრძელოები, სხვადასხვა სახის კერძები როგორც მთაში, ასევე ქალაქში – ამ ყველაფერს ქვეყნის კულტურაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ შესანიშნავი ამბავი მოსაყოლი. საქართველო ისეთი ტიპის ტურისტული მიმართულებაა, რომელზეც ჩვენს მკითხველს უკვე აქვს გარკვეული წარმოდგენა, მაგრამ სურს მეტი გაიგოს“, – აცხადებს The National Geographic Traveller-ის კულინარიული რედაქტორი გლენ მათლი.

წელს გასტრო ფესტივალს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 6000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია.

magti 5g