LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ღვინის მწარმოებელი 13 კომპანია ლონდონში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა

120
ლონდონი

ღვინის ეროვნული სააგენტოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 13 კომპანია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაში London Wine Fair 2024 მონაწილეობდა. 

პრესტიჟულ გამოფენას, ტრადიციულად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ათასობით სტუმარი, მათ შორის, ღვინის ექსპერტი, ღვინით ვაჭრობის სფეროს და მედიის წარმომადგენელი ესწრება. შესაბამისად, London Wine Fair ქართველი  მწარმოებლებისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმა იყო ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიების, პროდუქციის პოპულარიზაციისა და ექსპორტის გაზრდის კუთხით.

გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ბრიტანული კომპანიის Swirl Wine Group ხელმძღვანელმა, ღვინის მაგისტრმა სარა ებოტმა ღვინის პროფესიონალებისთვის ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციები გამართა, სადაც ასევე წარმოდგენილი იყო 2023 წლის ღვინის საერთაშორისო კონკურსზე (IWSC) გამარჯვებული ქართული ღვინოები.

გამოფენას დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს დესპანი გიორგი საგანელიძე დაესწრო.

London Wine Fair 1981 წლიდან ტარდება და ღვინის სექტორში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებად ითვლება.