LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ლოპოტა სპა რეზორტი” სეზონის გახსნას ვებ-გვერდზე დაანონსებს

817

”ლოპოტა სპა რეზორტი”  სეზონის გახსნისთვის ემზადება და საკუთარ დამსვენებლებს უამრავ სიახლეს ჰპირდება. როგორც ”ფორტუნას”  ”ლოპოტა სპა რეზორტიდან”  აცნობეს,  სეზონის გახსნა და სასიამოვნო სიახლეები სოციალურ გვერდზე დაანონსდება.

”აქტიურად ვემზადებით სეზონის გახსნისთვის. ვამზადებთ უამრავ სურპრიზს, მათთვის ვინც ჩვენთან დასვენებას აპირებს. ასე რომ, ყველას მოვუწოდებთ თვალი ადევნოს ”ლოპოტა სპა რეზორტის”  სიახლეებს ჩვენს სოციალურ გვერდზე”, – განაცხადეს ”ლოპოტა სპა რეზორტში”  .

მათივე ინფორმაციით, ლოპოტაზე ჩასულ დამსვენებელს შეუძლია სხვადასხვა ტურებით ისარგებლოს, იქნება ეს ცხენოსნობა, ველო ტური, ღვინის ტური თუ სხვა.  აქ შერწყმულია ევროპული და ქართული ტენდენციები. ეკოტურიზმის მიმართულებით  კი ლოპოტა ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. როგორც ”ლოპოტა სპა რეზორტში”  განმარტეს, ლოპოტა გამორჩეულია თავისი კლიმატით, გარემოთი და კომფორტით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები