LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lotus-ის დაამარსებლის ვაჟს სატრეკო Evora აჩუქეს

101

ბრიტანული მარკის, Lotus-ის ხელმძღვანელმა ჟან-მარკ ჟალემ ახალი სპორტქარის Evora GT410 Sport-ის გასაღები საჩუქრად პირადად გადასცა მარკის დამაარსებლის ვაჟს, კოლინ ჩეპმან კლაივს. მოვლენა ჩეპმანის პირველი ავტომობილის გამოსვლიდან 70 წლის იუბილეს მიეძღვნა, რომელიც Lotus Mark I-ის სახელით არის ცნობილი.

ეს შესანიშნავი მიზეზია, რომ ჩვენ და Classic Team Lotus გავერთიანდეთ და მარკის ისტორიაში ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენა ვიზეიმოთ. Evora GT410 Sport მაქსიმალურად ზუსტად შეესაბაება იმ იდეებს, რომლებიც კოლინ ჩეპმანმა თავის პირველ ავტომობილში ჩადო“- ამბობს ჟალე.

შეგახსენებთ, Classic Team Lotus-ის დირექტორი სწორედ Lotus-ის დაამარსებლის ვაჟია, ორგანიზაცია კი „ფორმულა ერთის“ გუნდის „კლასიკური“ მემკვიდრეობით არის დაკავებული.

Lotus Evora GT410 Sport კომპანიამ მიმდინარე წლის იანვარში წარმოადგინა.

ნულიდან 96 კილომეტრს ის 3,9 წამში კრებს. მაქსიმალური სიჩქარე კი 305 კილომეტრ/საათი აქვს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები