ჰიუ გრანტი ამჯერად ბრიტანული ფილმების ინსტიტუტის გალა სადილს დაესწრო, სადაც ის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა. 55 წლის მსახიობს შეუერთდა მისი მეგობარი და პარტნიორი ფილმიდან „რეალური სიყვარული“ მარტინა მაკატჩენი. ამ უკანასკნელისა და გრანტის დუეტი არაერთხელ იქნა დასახელებული ყველაზე რომანტიულ ეკრანულ წყვილად. ფილმში გრანტი პრემიერ მინისტრის როლს ასრულებს, ხოლო მაკატჩენის გმირი, ნატალი მისი ასისტენტია.
ჰიუ გრანტისადმი მიძღვნილ სადილს ესწრებოდა ცნობილი რომანტიული ფილმის კიდევ ერთი მსახიობი, ბილ ნაი და კინოს სამყაროს სხვა ცნობილი სახეები.