ონლაინ-მაღაზია Lovelyroses.ge მომხმარებელს ელეგანტურ კოლოფში ჩაწყობილ და ორიგინალურად გაფორმებულ ვარდების თაიგულებს სთავაზობს.
როგორც მაღაზიის მენეჯერმა ანა სიჭინავამ ”ფორტუნა პლუსს” განუცხადა, მსურველს შეუძლია ყვავილების გზავნილს თან დაურთოს ხელნაკეთი სათამოშოც.
”ჩვენი ვარდები უბრალო ყვავილების გზავნილი არ არის, არამედ საშუალებაა გამოხატოთ თქვენი გრძნობები თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების მიმართ. ჩვენი ვარდები სიყვარულის, მეგობრობის, გამხნევების, მხარდაჭერის გზავნილია”, – აღნიშნა სიჭინავამ.
მისივე ინფორმაციით, გაფორმებული თაიგულების ღირებულება დამოკიდებულია შეკვეთილი ვარდების რაოდენობაზე და თბილისის მასშტაბით უფასო მიტანის სერვისი მოქმედებს.
მსურველებს ყვავილების შეძენა Lovelyroses-ის ვებ-გვერდის საშუალებით შეუძლიათ (http://lovelyroses.ge/)