LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

LPG Spa Corner-ი გთავაზობთ ფრანგი ქალების ელეგანტურობის საიდუმლოს – გაიგეთ, როგორ შეინარჩუნოთ სილამაზე

813
99441152-165547334989005-6627906721308213248-n

LPG Spa Corner-ი გთავაზობთ ფრანგი ქალების ელეგანტურობის საიდუმლოს, 100%-ით ბუნებრივ ალტერნატივას სხეულის სილამაზის შესანარჩუნებლად.

LPG Spa Corner-ი აგრძელებს მომხმარებლების მიღებას ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით და მათ უნიკალურ მომსახურებას სთავაზობს. მხოლოდ LPG Spa Corner – ში შეგიძლიათ ისარგებლოთ LPG endermologie® – CELLU M6 Alliance- ის ბოლო თაობის აპარატით, რომელშიც გაერთიანებულია თერაპიული და ესთეტიური მიმართულება.

„ეს არის მაღალტექნოლოგიური, არაინვაზიური და არააგრესიული, 100%-ით ბუნებრივი ალტერნატივა სხეულის სილამაზის შესანარჩუნებლად, ყოველგვარი გვერდითი მოვლენების გარეშე. იგი უზრუნველყოფს ღრმა მასაჟს, ქსოვილების მობილიზებას, ასტიმულირებს ადიპოციტებს( ცხიმის შემნახველ უჯრედები) და ააქტიურებს ცხიმის ბუნებრივი გზით გამოთავისუფლებას. პარალელურად იწვევს კოლაგენის, ჰიალურონის მჟავისა და ელასტინის ხელახალ სინთეზს და აღადგენს კანის ელასტიურობასა, სიმკვრივეს და ტონუსს. უზრუნველყოფს სისხლისა და ლიმფის მიმოქევის გააქტიურებას და ტოქსინების გამოდევნას ორგანიზმიდან.

თუ თქვენ გაწუხებთ ისეთი პრობლემები, როგორებიც არის: ჭარბი წონა, ცელულიტი, მჯდომარე ცხოვრების წესისა და ორსულობისგან გამოწვეული მოდუნებული კუნთები, კანის ელასტიურობის და ტონუსის დაქვეითება როგორც ტანზე, ასევე სახეზე, ნაოჭები სახეზე, პოსტოპერაციული და აკნეს შემდგომი შრამები, სტრიები,სისხლის მიმოქცევის პრობლემები, მტკივნეული, შეშუპებული ფეხები, ტოქსინების დაგროვება ორგანიზმში – ჩაიტარეთ LPG alliance პროცედურები და პირველივე პროცედურაზე იგრძენი შესამჩნევი შედეგი“, – აცხადებენ კომპანიაში.

აღსანიშნავია, რომ „ელპიჯი ენდერმოლოგია“ არის ფრანგული კომპანია, რომელიც უკვე 30 წელია მსოფლიო ლიდერია დაბერების საწინააღმდეგო და გასახდომი ტექნოლოგიების შემუშავებაში. მათ მიერ დაპატენტებული ტექნოლოგიები არის მკვლევარებისა და ინჟინრების უწყვეტი მუშაობის შედეგი, რომელიც არის სამეცნიერო კვლევითი კომიტეტის ნაწილი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს არის მაღალტექნოლოგიური, არაინვაზიური და არააგრესიული, სრულიად ბუნებრივი მეთოდი, რომელიც უჯრედებზე მექანიკური ზემოქმედების შედეგად, იწვევს მათი უმტკივნეულო მექანიზმით სტიმულაციას და მეტაბოლიზმის გააქტიურებას.

Lpg Spa Corner-ში ასევე შეგიძლიათ მიიღოთ სხვადასხვა ტიპის ტანის მასაჟები და სახის პროცედურები, რომლებიც კეთდება ბრიტანული ბრენდის, Elemis- ის 100%–ით ნატურალური პროდუქციით.

LPG Spa Corner მდებარეობს ყიფშიძის 9დ–ში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g