ლუდი „აისი” ქართული რაგბის ოფიციალური ლუდი გახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანია ”ჯიბიჯი” ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
”კომპანია „ჯიბიჯი“ სიმაყით აცხადებს, რომ 2018 წლის თებერვლიდან ლუდი „აისი” საქართველოს რაგბის კავშირის და ეროვნული ნაკრების ოფიციალური ლუდი გახდა. ამის შესახებ კომპანია 28 თებერვალს საღამოს 18:00 საათზე ავჭალის რაგბის მოედანზე რაგბის კაშირთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადებს.
პრესკონფერენიის დროს ოფიციალურად გაფორმდება ხელშეკრულება მხართა შორის, გაჟღერდება თანამშრომლობის საერთო მიზნები და მოხდება ქართული რაგბისთვის მიძღვნილი ”აისის” ლუდის ბოთლის პრეზენტაცია.
პრესკონფერენციას – “გამარჯვების დღე” დაესწრება კომპანია “ჯიბიჯის” დამფუძნებელი, კომპანიის გენერალური დირექტორი შოთა ხობელია, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე, ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი, ეროვნული ნაკრების მორაგბეები, რაგბის კავშირის ადმინისტრაცია და მედია”, – ნათქვამია ”ჯიბიჯის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.