ბარსელონაში ესპანელი მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვება, რომ ლუდი ჯანმრთელობისთვის ძალიან მარგებელია. სპეციალისტებმა ლუდისა და ღვინის პოზიტიური ეფექტები შეადარეს და აღმოაჩინეს, რომ ლუდის დალევა ამცირებს საშიში პათოლოგიებისა და ჭარბი წონის რისკს.
მკვლევარები აკვირდებოდნენ 1249 კაცსა და ქალს 57 წელს ზემოთ. შედეგად მათ დაასკვნეს, რომ ლუდის ზომიერი მიღება არ არის ისეთი მავნებელი, როგორიც ჰგონიათ.
პროექტის პირობებში მონაწილეები იცავდნენ დიეტას, თუმცა მათ ნებას რთავდნენ, ლუდი დაელიათ. მეცნიერებს აინტერესებდათ, გამოეკვლიათ ასეთ პირობებში გულსისხლძარვთა სისტემის მდგომარეობა.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ადამიანები, ვინც დღეში 0,56 ლიტრ ლუდს სვამენ დღეში, ნაკლებად აწუხებდათ მაღალი არტერიული წნევა.
ამასთან, ლუდის მოყვარულებს აღმოაჩნდათ დიაბეტის განვითარების დაბალი რისკი და მათ ორგანიზმში ცხიმის შემცველობა მცირე იყო.
„საქმე იმაშია, რომ ლუდი შეიცავს ფოლიუმისა და ასკორბინის მჟავებს, ასევე – ლიმონმჟავას, B1 და B2 ვიტამინებს, კალციუმს. სწორედ ეს ნივთიერებები იცავს გულსისხლძარვთა სისტემას,“ – ამბობენ სპეციალისტები.
აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისში ამერიკელმა მკვლევარებმა შესანიშნავი აღმოჩენის შესახებ განაცხადეს – მათი მტკიცებით, ლუდში შემავალი ერთ-ერთი კომპონენტი, სახელწოდებით კსანტოგუმოლი ადამიანს პარკინსონისგან, ალცჰეიმერის დავადებისგან და სიმსივნისგან იცავს.
ავადროულად, ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ თუ ლუდს არ დავლევთ ნორმირებულად, უამრავი დაავადების რისკი ჩნდება, მათ შორის – სიმსივნისა და წონაში მატების.
