LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუგანსკის ოლქში ვითარება კრიტიკულ ზღვარზეა – ოკუპანტები ცეცხლს ყველა მიმართულებით ერთდროულად ხსნიან: საგანგებო სიტუაციების სამსახური

65
Untitled design

უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ლუგანსკში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ამ დროისთვის ლუგანსკის რაიონში ვითარება კრიტიკულ ზღვარზეა და რუსული არმია ყველა მიმართულებით ერთდროულად ხსნის ცეცხლს.

“დღის განმავლობაში მტერმა დააზიანა 16 სახლი ქალაქ ჰირსკეში, 15 ლისიჩანსკში, ასევე ქალაქის საავადმყოფოს შენობა.

რეგიონში საკომუნიკაციო ქსელები გათიშულია. მოსახლეობას წყალს საჭიროებისამებრ აწვდიან სახანძრო-სამაშველო დანაყოფები”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

 

magti 5g