LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ლუღი ლუღის” სახლი უყიდეს: “მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელმაც თუნდაც ერთი ლარი გაიღო”

331
BeFunky-collage - 2020-11-02T165447.893

ქრისტინა ფანჩვიძეს, რომელიც საზოგადოებამ სოციალური ქსელის საშუალებით გაიცნო, სახლი უყიდეს. 5 წლის ქრისტინას ახალი სახლი მისსავე სოფელში, დიდ ჭყონში მდებარეობს.

საჭირო თანხა „წმინდა გაბრიელის საქველმოქმედო ფონდის“ ხელმძღვანელის სალომე ფაცაციას და ორგანიზაციის „ვაჩუქოთ ერთმანეთს სიკეთე“ თავმჯდომარის ანა ბაკურაძის ორგანიზებით შეგროვდა. ინფორმაციას “ათინათი” ავრცელებს.

„პირველ რიგში გვინდა მადლობა გადავუხადოთ თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც ქრისტინასთვის თუნდაც ერთი ლარი გაიღო. სახლი 14 440 ლარად(4500$) ვიყიდეთ, მორჩენილი 5 775 ლარი კი ხელზე გადავეცით ქრისტინას მამას, კარ-ფანჯრების შესაკვეთად. სახლი რა თქმა უნდა სარემონტოა და ჩვენ კვლავ ვიზრუნებთ, რომ ხალხის დახმარებით მოვიძიოთ საჭირო თანხა ან ისეთი ადამიანი, რომელიც ქრისტინას სახლს გაურემონტებს. ჩვენ თანხა დიდი ხნის წინ შევაგროვეთ, თუმცა პანდემიის გამო და ასევე, ალტერნატიული სახლის ძიებაში დრო გავიდა, თუმცა საბოლოოდ მაინც ამ სახლზე შევჯერდით“ – სალომე ფაცაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები