LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუიზა კობალაძე ალექსანდრე ბასილაიას შესახებ: „ხშირად მესიზმრება და სულ გაბრაზებულია ჩემზე… სულ ვეუბნებოდი, პირველი მე მინდა, რომ მოვკვდე-მეთქი…“

176
ალექსანდრე ბასილაია

ალექსანდრე ბასილაიას მეუღლე, ლუიზა კობალაძე გადაცემაში „შუადღე“ მეუღლეს იხსენებს. დღეს ცნობილი კომპოზიტორის დაბადების დღეა.

„ყოველთვის ვეუბნებოდი, მე მინდა, რომ პირველი მოვკვდე-მეთქი. იუმორი ჰქონდა ბუთხუზს, არ ვიცი, მის მსგავსად ანეკდოტებს ვერავინ ჰყვებოდა. რად გინდა, პირველი რომ მოკვდე, სადღაც დაგასაფლავებენ, არავის ეცოდინებაო. მე რომ მოვკვდები, დიდუბეში დამასაფლავებენ და მერე შენ რომ მოკვდები, ჩემ გვერდით დაგასაფლავებენო…

მესიზმრება ხშირად, მაგრამ სულ გაბრაზებულია ჩემზე. რატომ, არ ვიცი… მე აღარ მოვალ შენთან, სხვა ქალი მყავსო. სიზმარში ვბრაზდები, როგორ, ე.ი. სხვა ქალთან მიდიხარ-მეთქი? ხო, მივდივარ სხვა ქალთანო. რომ გავიღვიძებ, ვფიქრობ, რა კარგია, რომ გავიღვიძე-მეთქი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g