„დავის გარეშე ეკონომიკურად ძალიან, ძალიან მძიმე მდგომარეობაა,“ – ამის შესახებ რესტორატორმა ლუკა ნაჭყებიამ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
როგორც ნაჭყებიამ აღნიშნა, რესტორატორები ყველაზე სწრაფად გრძნობენ ეკონომიკურ ცვლილებებს, ამის გათვალისწინებით კი, მისი შეფასებით, კრიზისი დაწყებულია.
„ყველა სფეროში კრიზისი დაწყებული თუ არაა, იწყება. განგაშის პატარ-პატარა ზარები მანამდეც იყო.
სარესტორნო სფეროში ძალიან მკაფიოდ ჩანს ეს ყველაფერი. მაგალითად, ნედლეულის ფასი იზრდება უაზროდ და არაპროპორციულად, ხელფასებთან, საშუალო შემოსავალთან, თუნდაც ინფლაციის ტემპსაც აღწევს ხშირ შემთხვევაში. ეს ძალიან აშკარაა რესტორატორებისთვის და იმ ხალხისთვის, ვინც ამ სფეროში ჩართულია.
დავის გარეშე, რაც ხდება ეს ყველას შეეხება რაღაც ეტაპზე.
რეალურად რესტორატორები ვგრძნობთ ყველაზე პირველები და ყველაზე სწრაფად ეკონომიკურ ცვლილებებს. როცა არ უჯერებ სარესტორნო სფეროს, მაშინ ვის უნდა ენდო,“ – აღნიშნა ლუკა ნაჭყებიამ.