LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუკა ნაჭყებია: „მაოგნებს, რომ ხალხმა არ იცის, ყველა თესლიანი ნაყოფი ხილია, მათ შორის კიტრი, ბადრიჯანი…“

2493
lukanachkebia2010

„მასტერშეფის“ სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარული გახდა ვიდეო, სადაც ლუკა ნაჭყებია კონკურსის ერთ-ერთ მონაწილეს უმტკიცებს, რომ გოგრა არა ბოსტნეული, არამედ ხილია. მოგვიანებით, შეფმზარეულმა და კვების ტექნოლოგმა საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე ამ თემის გამოხმაურება დაწერა:

„ცოტა მაოგნებს ეს ფაქტები:

– რომ ხალხმა არ იცის ის, რომ ყველა ფრინველი ასევე ცხოველია.

– რომ ყველა თესლიანი ნაყოფი რეალურად ხილია, მათ შორის კიტრი, ბადრიჯანი და ა.შ

– რომ შეიძლება, ასეთ მარტივ დეფინიციაში არ დაუჯერო ადამიანს, რომელმაც მთელი ცხოვრება პროდუქტების შესწავლას დაუთმო.

P.S. ქართულ ვიკიპედიაზე არასწორი, მოძველებული საბჭოთა ეკონომიკური კლასიფიკაციაა და არა თანამედროვე ტაქსონომიაზე და ბიოლოგიაზე დაფუძნებული“.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები