რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა, ბელარუსის ლიდერმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ. მისი თქმით, პუტინთან შეხვედრისას, მათ ბუჩის გენოციდი განიხილეს, რასაც ლუკაშენკო „ფსიქოლოგიური სპეცოპერაციას“ უწოდებს და ამბობს, რომ ის ბრიტანელებმა მოაწყვეს.
„დღეს ჩვენ დეტალურად განვიხილეთ „ფსიქოლოგიური სპეცოპერაცია“ ბუჩაში, რომელიც ჩაატარეს ბრიტანელებმა. თუ გჭირდებათ მისამართები, პაროლები, გარეგნობა, ავტომობილის მარკები, თუ რით ჩავიდნენ იქ, მაშინ რუსეთის ფედერაციის FSB-ს შეუძლია მოგაწოდოთ ეს ინფორმაცია.
თუ რუსეთი სულ ცოტათი მაინც „სამხედრო ოპერაციას“ დააგვიანებდა, რუსეთის ტერიტორიაზე, ისინი (უკრაინა), მეზობელ რეგიონებში დარტყმას განახორციელებდნენ, რაშიც ჩვენ დღეს დავრწმუნდით კიდევაც.“ – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.