LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინი: მსოფლიოს მეორე არმიამ, მთელი თავისი დიდებით თავი გამოიჩინა – რუსული ძალები იყენებენ ყველაზე თანამედროვე იარაღს, მიზნები კეთილშობილურია

341
ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მისი ძალები უკრაინაში გაბედულად, ეფექტურად მოქმედებენ და იყენებენ ყველაზე თანამედროვე იარაღს.

რუსული მედიის ცნობით, კრემლის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს „სხვა გზა არ ჰქონდა“, გარდა იმისა, რომ დაეწყო სამხედრო ოპერაცია უკრაინაში რუსეთის დასაცავად. რუსეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ მისი ძალები მიზანს მიაღწევენ.

„ასე იქნება. ამაში ეჭვი არ მეპარება. მიზნები აბსოლუტურად ნათელია, ისინი კეთილშობილურია“, – განაცხადა პუტინმა რუსეთის კოსმონავტიკის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე ვოსტოჩნის კოსმოსურ პორტში გამოსვლისას.

„მთავარი მიზანია დონბასში ხალხის დახმარება. დონბასის დაცვის ოპერაციის მიზნები მიღწეული იქნება, ისინი კეთილშობილნი არიან – დაეხმარეთ დონბასს და ჰკითხეთ თავად დონბასელებს, სჭირდებოდათ თუ არა დახმარება. დონეცკისა და ლუგანსკის მცხოვრებლები საზღვრის იქით, „მადლიერნი“ თქვენი „კეთილშობილების“ გამო“,– თქვა ვლადიმერ პუტინმა.

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი არ აპირებს იზოლირებას და შეუძლებელია მისი იზოლირება მთელი მსოფლიოდან.

„დიახ, ჩვენ უკვე ვნახეთ თქვენი უსახლკაროები, კრიმინალები, მოძალადეები და სხვა ნაგავი საზოგადოებაში. მსოფლიოს მეორე არმიამ, მთელი თავისი დიდებით თავი გამოიჩინა“. – დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g