LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუკაშენკო: „როდესაც პოლონელები და ლიეტუველები ჩვენთან მოვიდნენ, ჩვენს დიქტატურას შეხედეს და თქვეს: „ჩვენც გვინდა ეს“

128
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (2)

პოლონელებს და ლიეტუველებს ჩვენნაირი დიქტატურა სურთ, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ლიეტუვისა და პოლონეთის ხალხის სურვილები მათი მთავრობების სურვილებსა და ქმედებებს არ ემთხვევა, მაგრამ ხალხი გაერკვევა. მისივე თქმით, თუ მთავრობა ხალხს ხმის უფლებას არ მისცემს, მაშინ ხალხი მათ გადააყენებს.

„როდესაც პოლონელები და ლიეტუველები ჩვენთან მოვიდნენ, ჩვენს დიქტატურას შეხედეს და თქვეს: „ჩვენც გვინდა ეს“. მაგრამ ლიეტუვისა და პოლონეთის ხალხის სურვილები მათი მთავრობების სურვილებსა და ქმედებებს არ ემთხვევა, მაგრამ ხალხი გაერკვევა. პოლონელები ხომ უტვინოები არ არიან, ისეთივე ადამიანები არიან, როგორც ჩვენ. ლიეტუველებიც საერთოდ არ არიან უტვინოები. გაერკვევიან, უახლოეს მომავალში მათაც ექნებათ არჩევნები. ასე რომ ვნახავთ, რამდენად დემოკრატიულად ჩაივლიან. თუ მთავრობა ხალხს ხმის უფლებას არ მისცემს, მაშინ ხალხი მათ გადააყენებს”, – განაცხადა ლუკაშენკომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები