„საქართველოს მაგალითი. თქვენ ხედავთ მათ პოლიტიკაში გარკვეულ ცვლილებას: მობეზრდათ დასავლური და სხვა დაპირებები და სურთ ისევ ჩვენს ბაზარზე დაბრუნდნენ, რადგან არავინ შეგიშვებთ თავიანთ ბაზრებზე რძით, ხორცით, ღვინით”, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ დღეს, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე განაცხადა. ბელარუსის პრეზიდენტის კომენტარს “რია ნოვოსტი” ავრცელებს.
“ბაზრები დიდი ხანია დანაწილებულია და მათთვის მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს. ეს არის მეორე მიზეზი, რის გამოც ჩვენ ერთად უნდა დავრჩეთ. ეს არის ჩვენი ათვისებული ბაზარი”, – განაცხადა ლუკაშენკომ.
ბელარუსის ლიდერმა აღნიშნა, რომ თუ დასავლეთის მხრიდან რაიმეს შეთავაზება მოხდება, ეს იქნება მხოლოდ რესურსების სანაცვლოდ ან დასავლეთისთვის მომგებიანი პოლიტიკური კურსის გატარებისთვის.
„ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ, განსაკუთრებით ამ რთულ დროს” , – აღნიშნა ლუკაშენკომ.