LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუკაშენკო: უკრაინა ბელარუსზე თავდასხმას „გეგმავს“

74
ალექსანდრ ლუკაშენკო

სააგენტო „Belta“-ს ცნობით, ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ უკრაინა მის ტერიტორიაზე თავდასხმას გეგმავდა, ხოლო რუსეთი და ბელარუსი ერთიან სამხედრო ძალას განათავსებენ.

„უკვე ვთქვი, რომ უკრაინა არა მხოლოდ განიხილავს, არამედ გეგმავს თავდასხმებს ბელარუსის ტერიტორიაზე“, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ და დაამატა, რომ კრემლის ლიდერთან რუსეთის ფედერაციის და ბელარუსის რესპუბლიკის რეგიონულ ჯგუფის განთავსებაზე შეთანხმდა.

ლუკაშენკო: პუტინთან საზღვარზე ძალების განთავსებაზე შევთანხმდი 

დასავლეთ საზღვარში, ბელორუსის ლიდერი სავარაუდოდ, ბელარუსი-პოლონეთის სახელმწიფო საზღვარს გულისხმობს.

მისი თქმით, ამ ძალების ფორმირება ორი დღის წინ დაიწყო, რაც ემთხვევა აფეთქებას ყირიმისა და რუსეთის დამაკავშირებელ ხიდზე, რომელშიც რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს.

„ბელარუსს უნდა ჰქონდეს გეგმა, რომლითაც დაუპირისპირდება ყველა თვალთმაქცს, ვისაც ბელარუსის ომში ჩათრევა სურს … ბელარუსის ტერიტორიაზე ომი არ უნდა იყოს.“ – დასძინა ლუკაშენკომ.

სპეცოპერაციაში ვმონაწილეობთ, მაგრამ არავის ვკლავთ – ლუკაშენკო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები