LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუკაშენკო: ვლადიმერ პუტინი მეგობარზე მეტად მთვლის, ჩვენ ღვიძლი ძმები ვართ – სამყაროს ერთნაირად ვხედავთ

104
ლუკაშენკო და პუტინი

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ის და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ძმები არიან და სამყაროზეც ერთი ხედვა აქვთ. ლუკაშენკოს თქმით, მეგობრებზე ისინი მეტნი – ღვიძლი ძმები არიან.

ლუკაშენკოს აღნიშნულ თემაზე კითხვა რუსული მედიის – „რია ნოვოსტსის“ ჟურნალისტმა, დმიტრი კისელიოვმა დაუსვა, თუ როგორ ხსნის, იმას რომ მას ვლადიმირ პუტინისთვის მეგობარი არაერთხელ უწოდებია, პუტინს კი ლუკაშენკოსთვის არასდროს.

„მხოლოდ ერთი რამით ავხსნი: მისთვის მეტი ვარ, ვიდრე მეგობარი. არ დავფიქრებულვარ ამაზე. ვისარგებლებ ამ შეკითხვით, მალე შევხვდები და ვკითხავ, კისელიოვი გაკვირვებულია მეგობარს რომ არ მეძახი-მეთქი.

ვლადიმერ პუტინი მეგობარზე მეტად მთვლის, ჩვენ ღვიძლი ძმები ვართ. ჩვენ სამყაროს ერთნაირად ვხედავთ, ამ სამყაროს ერთი თვალებით ვუყურებთ. შეიძლება სხვადასხვა დასკვნა გამოვიტანოთ, განსხვავებული ქმედებები გვქონდეს, მაგრამ ჩვენი თვალები ამ სამყაროს ერთნაირად ხედავენ“, – უპასუხა ლუკაშენკომ.

 

 

წყარო: РИА Новости
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები