LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუკოილის ვიცე-პრეზიდენტი საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა

123
ლუკოილ

„ლუკოილის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე რავილ მაგანოვი მოსკოვში საავადმყოფოს მეექვსე სართულის ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

მისი სხეული სამედიცინო პერსონალმა აღმოაჩინა.

67 წლის რავილ მაგანოვი მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში, მეექვსე სართულზე მდებარე განყოფილებაში მკურნალობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, რავილ მაგანოვმა შესაძლოა, თავი მოიკლა, თუმცა ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არავინ ადასტურებს. ოფიციალური კომენტარი „ლუკოილში“ ამ დრომდე არ გაკეთებულა.

ინციდენტი 07:30 საათზე მოხდა.

რავილ მაგანოვმა ლუკოილში 1993 წელს ნავთობის მოპოვების საკითხებში ვიცე-პრეზიდენტად დაიწყო მუშაობა. 2006 წელს ის პირველ აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა, 2020 წელს კი დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა.

ოფიციალური კომენტარი „ლუკოილში“ ამ დრომდე არ გაკეთებულა.

2022 წლის მაისში ლუკოილის მმართველი საბჭოს სხვა წევრიც გარდაიცვალა – ოლიგარქი ალექსანდრ სუბოტინი მოსკოვთან ახლოს, სახლის სარდაფში უცნაურ გარემოებაში გარდაცვლილი იპოვეს.

„გომბეშოს შხამით სიკვდილი და სუიციდი“ – 7 რუსი ოლიგარქი, რომლებიც 2022 წელს საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g