LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლულუ კახიანი: “რამდენი ახალი თავგადასავალი გექნებოდა ამ ერთ წელიწადში…ყველაზე საშინელი დღე დადგა…”

602
lilukakhiannews

დღეს ტელეწამყვან ლულუ კახიანისა და მუსიკოსის, გიორგი გვარჯალაძის თინეიჯერი გოგონას, ლენოს გარდაცვალების დღეა.

გოგონას დედა სოციალურ ქსელში ვრცელი ჩანახატით იხსენებს:

“ყველაზე საშინელი დღე დადგა.
იქ ვზივარ, სადაც ერთი წლის წინ შენ იჯექი. მაშინ კიდევ გიცემდა გული, ბოლოჯერ ჩაგეხუტე და გითხარი, მიყვარხარ. და შენ მიპასუხე ‘მეც, დე’. და მერე დაგტოვე. ვერ დაგიცავი… მაპატიე, ლენო…

ეს შენი ბოლო ფოტოა. ახლაც იღიმი? მხედავ? გრძნობ როგორ ვნანობ ყოველ უთქმელ სიტყვას, ყოველ გადაუდგმელ ნაბიჯს?
რამდენი ახალი თავგადასავალი გექნებოდა ამ ერთ წელიწადში, რამდენი სიხარული და იმედგაცრუება. თმა ისევ მოკლედ გექნებოდა? ახალ ტატუსაც დაიმატებდი. ჩემთან იქნებოდი.
ჭრილობა მოუშუშებელია.
ტკივილი მოუნელებელი.
სიცარიელი ამოუვსებელი.
დრო არ კურნავს.
დრო გაჩერდა.
ლენო, როგორ მიყვარს შენი სახელი და შენ…
You are in my head all the time and in my heart forever my sweet baby Lenø ♥️♥️♥️????”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g