LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაპატიე, რომ აღარ ვტირი ბევრს.. მაპატიე, რომ ვერ ჩაგკიდე მაგრად ხელი.. მაპატიე, რომ გელოდები – ლულუ კახიანის შვილის გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა

405
ფორტუნა (43)

ყოფილი ტელეწამყვანის, ლულუ კახიანისა და მუსიკოს გიორგი გვარჯალაძის შვილის, ლენოს გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა.

ლულუ კახიანი სოციალური ქსელში შვილს ემოციურად მიმართავს და სთხოვს, აპატიოს, რომ ძველებურად ბევრს აღარ ტირის.

„მაპატიე, ლენო, რომ აღარ ვტირი ამდენს, რომ აღარ ვფიქრობ ამდენს, რომ არ მოვდივარ ხშირად შენთან;

მაპატიე, რომ ვერ ვიხსენებ როგორ დამესიზმრე, მაპატიე რომ გელოდები, რომ ვეძებ პასუხებს. მაპატიე, რომ ხანდახან ისევ გადანაშაულებ, რომ ბოლომდე ვერ გპატიობ, რომ ვთვლი, რომ მიღალატე და გამწირე უსასრულო ტკივილისთვის.

მაპატიე, რომ ვარ ეგოისტი, არც ისე კარგი დედა. მაპატიე, რომ ვერ დაგიდექი სათანადოდ გვერდში, არ დაგიცავი, არ შევეწინააღმდეგე ყველას და ყველაფერს.

მაპატიე ყველაფრისთვის, რისი თქმაც და გაკეთებაც ვერ მოვასწარი. მაპატიე, რომ ვერ შეგინარჩუნე, რომ გაგიშვი, რომ ვერ ჩაგკიდე მაგრად ხელი, რომ არ გადაგეფარე, რომ არ გამოგტაცე სიკვდილს ხელიდან, რომ დავიძინე, რომ ხელი შეგიწყვე, რომ მიგატოვე…

????
I love you Lenø
Your mother…
4 წელი უშენოდ…“ – წერს ლულუ კახიანი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები